ტრენინგი ძალიან კარგი იყო, მრავალი პრაქტიკული და საჭირო რჩევები მივიღეთ ჩვენი ტრენერის ქალბატონი ნინოსგან, რაც აუცილებლად გამოგვადგება სასწავლო პროცესში.
ვისწავლეთ exel-ის პროგრამით მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის ოპერაცია, რაც გამომადგება ინტერაქციული გაკვეთილის მსვლელობის დროს.
შევქმენით კითხვარი, რითაც დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს აწარმოონ კვლევა.
სახალისო იყო გაჯეტების დამატების შესწავლა კონკრეტული ბლოგისათვის.
ვფიქრობ, რომ ასეთი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და რაც მთავარია, აკმაყოფილებს თანამედროვე მოსწავლის ინტერესა და მოთხოვნილებას.
No comments:
Post a Comment