Wednesday, April 2, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეცხრე დღე ყველაზე მეტად იყო ემოციურად დატვირთული, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, გულდასმით შევავსეთ შეფასების ფორმა პრეზენტატორების შესახებ.  ჩემი კოლეგების მიერ წარმოდგენილი თემები და საკითხები ძალზე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო იყო.
      ვფიქრობ, მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც თავისი მიზანდასახულობით უგულისყუროდ არ ტოვებს არცერთ საკითს და არცერთ მასწავლებელს, რაც, უდაოდ,წინსვლისა და წარმატების საწინდარია.

Saturday, March 29, 2014

მერვე ტრენინგის რეფლექსია

       ტრენინგი ძალიან კარგი იყო, მრავალი პრაქტიკული და საჭირო რჩევები მივიღეთ ჩვენი ტრენერის ქალბატონი ნინოსგან, რაც აუცილებლად გამოგვადგება სასწავლო პროცესში.
    ვისწავლეთ exel-ის პროგრამით მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის ოპერაცია, რაც გამომადგება ინტერაქციული გაკვეთილის მსვლელობის დროს.
   შევქმენით კითხვარი, რითაც დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს აწარმოონ კვლევა.
სახალისო იყო გაჯეტების დამატების  შესწავლა კონკრეტული ბლოგისათვის.
   ვფიქრობ, რომ ასეთი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და რაც მთავარია, აკმაყოფილებს თანამედროვე მოსწავლის ინტერესა და მოთხოვნილებას.
კითხვარი პროექტისთვის

Wednesday, March 26, 2014

მეშვიდე ტრენინგის რეფლექსია

    განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავწერეთ გაზეთის შექმნის შაბლონი, რომელიც დაეხმარება სპეციალური საჭიროების და  სხადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს დავეხმარო კონკრეტული პროექტის, კერძოდ, გაზეთის     შექმნაში.
    გავეცანით თვითრეგულირებადი სწავლების და თვითშეფასების რუბრიკებს.
    ვისწავლეთ, ვიდეოს გამოქვეყნება ბლოგზე.

video ,,mozarDTa problemebi"

Saturday, March 22, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

    ამ დღეს მოგვეცა საშუალება მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი გამოგვექვეყნებინა ბლოგზე, შეგვეფასებინა და დაგვენახა კავშირები და უკუკავშირები პროექტთან მიმართებაში.  ყველაზე შრომატევადი და დამაფიქრებელი იყო ჩამოგვეყალიბებია კონკრეტული გაზეთის შეფასების რუბრიკა, რომელიც მასწავლებლის მხრიდად დიდ დაკვირვებას მოითხოვს.

Wednesday, March 19, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

       დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გავიგეთ ინფორმაციია საავტორო უფლებების , ლინკების გამოყენების შესახებ, რომელიც ეხმარება ადამიანს, მოიძიოს საჭირო რესურსი და ინფორმაცია.
        განსაკუთრებით, სასარგებლო იყო ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ჩამეყენებინა თავი მოსწავლის ამპლუაში და დამეგეგმა კონკრეტული პროექტი, რეალურად შემექმნა პროდუქტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - გაზეთი.
       მოსწავლის ნიმუშზე მუშაობამ თვალნათლივ დამანახა თუ რა პრობლემასა თუ წინააღმდეგობას შესაძლოა წააწყდეს მოსწავლე კონკრეტული პროექტის შექმნის პროცესში.

Saturday, March 15, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

     ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო: გავიმეორეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები, როგორც საშინაო დავალება, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, საიდანაც შევარჩიეთ 5 სტრატეგია და ბოლოს, პირველი სტრატეგიის შესაბამისი ინსტრუმენტები. მეორე ეტაპზე, power point -ში შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია  და ავტვირთეთ ბლოგზე.
    ასეთი პროექტებით სწავლება, დარწმუნებული ვარ, გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობასა და მოტივაციას მოსწავლეებში.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Wednesday, March 5, 2014

მესამე დღის რეფლექსია


     ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და პრაქტიკულად ვიმუშავეთ ამ კუთხით. ვისწავლეთ gmail-ის საფოსტო ყუთში დოკუმენტების შენახვის, გაზიარების და რედაქტირების ბრძანებები. საინტერესო იყო, საერთო რეჟიმში კონკრეტულ დოკუმენზე მუშაობა, რაც მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობაში ძალიან დამეხმარება.

Saturday, March 1, 2014

მეორე დღის რეფლექსია

  მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო, დავიწყეთ პროექტზე რეალური მუშაობა -შევქმენით პუბლიკაცია. გამოვკვეთე  საპროექტო იდეა და დავსახე  განხორციელების მიმართულებები.

Wednesday, February 26, 2014

ინტელის ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

         მნიშვნელოვანი იყო პროექტით სწავლების იდეა, რომელიც ძალზე ეფექტურია სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს დასახული მიზნის თანამიმდევრულ შესრულებას და პროექტის სრულყოფილად განხორციელებას. ჩემ მიერ შექმნილი საქაღალდეში ატვირთული და შენახული შაბლონები თუ ნიმუშები  გამომადგება, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს წარმატებული პროექტების შექმნაში.