Wednesday, April 2, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეცხრე დღე ყველაზე მეტად იყო ემოციურად დატვირთული, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, გულდასმით შევავსეთ შეფასების ფორმა პრეზენტატორების შესახებ.  ჩემი კოლეგების მიერ წარმოდგენილი თემები და საკითხები ძალზე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო იყო.
      ვფიქრობ, მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც თავისი მიზანდასახულობით უგულისყუროდ არ ტოვებს არცერთ საკითს და არცერთ მასწავლებელს, რაც, უდაოდ,წინსვლისა და წარმატების საწინდარია.