Wednesday, April 2, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეცხრე დღე ყველაზე მეტად იყო ემოციურად დატვირთული, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, გულდასმით შევავსეთ შეფასების ფორმა პრეზენტატორების შესახებ.  ჩემი კოლეგების მიერ წარმოდგენილი თემები და საკითხები ძალზე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო იყო.
      ვფიქრობ, მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც თავისი მიზანდასახულობით უგულისყუროდ არ ტოვებს არცერთ საკითს და არცერთ მასწავლებელს, რაც, უდაოდ,წინსვლისა და წარმატების საწინდარია.

Saturday, March 29, 2014

მერვე ტრენინგის რეფლექსია

       ტრენინგი ძალიან კარგი იყო, მრავალი პრაქტიკული და საჭირო რჩევები მივიღეთ ჩვენი ტრენერის ქალბატონი ნინოსგან, რაც აუცილებლად გამოგვადგება სასწავლო პროცესში.
    ვისწავლეთ exel-ის პროგრამით მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის ოპერაცია, რაც გამომადგება ინტერაქციული გაკვეთილის მსვლელობის დროს.
   შევქმენით კითხვარი, რითაც დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს აწარმოონ კვლევა.
სახალისო იყო გაჯეტების დამატების  შესწავლა კონკრეტული ბლოგისათვის.
   ვფიქრობ, რომ ასეთი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და რაც მთავარია, აკმაყოფილებს თანამედროვე მოსწავლის ინტერესა და მოთხოვნილებას.
კითხვარი პროექტისთვის

Wednesday, March 26, 2014

მეშვიდე ტრენინგის რეფლექსია

    განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავწერეთ გაზეთის შექმნის შაბლონი, რომელიც დაეხმარება სპეციალური საჭიროების და  სხადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს დავეხმარო კონკრეტული პროექტის, კერძოდ, გაზეთის     შექმნაში.
    გავეცანით თვითრეგულირებადი სწავლების და თვითშეფასების რუბრიკებს.
    ვისწავლეთ, ვიდეოს გამოქვეყნება ბლოგზე.

video ,,mozarDTa problemebi"

Saturday, March 22, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

    ამ დღეს მოგვეცა საშუალება მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი გამოგვექვეყნებინა ბლოგზე, შეგვეფასებინა და დაგვენახა კავშირები და უკუკავშირები პროექტთან მიმართებაში.  ყველაზე შრომატევადი და დამაფიქრებელი იყო ჩამოგვეყალიბებია კონკრეტული გაზეთის შეფასების რუბრიკა, რომელიც მასწავლებლის მხრიდად დიდ დაკვირვებას მოითხოვს.

Wednesday, March 19, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

       დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გავიგეთ ინფორმაციია საავტორო უფლებების , ლინკების გამოყენების შესახებ, რომელიც ეხმარება ადამიანს, მოიძიოს საჭირო რესურსი და ინფორმაცია.
        განსაკუთრებით, სასარგებლო იყო ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ჩამეყენებინა თავი მოსწავლის ამპლუაში და დამეგეგმა კონკრეტული პროექტი, რეალურად შემექმნა პროდუქტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - გაზეთი.
       მოსწავლის ნიმუშზე მუშაობამ თვალნათლივ დამანახა თუ რა პრობლემასა თუ წინააღმდეგობას შესაძლოა წააწყდეს მოსწავლე კონკრეტული პროექტის შექმნის პროცესში.