ტრენინგის მეცხრე დღე ყველაზე მეტად იყო ემოციურად დატვირთული, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, გულდასმით შევავსეთ შეფასების ფორმა პრეზენტატორების შესახებ. ჩემი კოლეგების მიერ წარმოდგენილი თემები და საკითხები ძალზე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო იყო.
ვფიქრობ, მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც თავისი მიზანდასახულობით უგულისყუროდ არ ტოვებს არცერთ საკითს და არცერთ მასწავლებელს, რაც, უდაოდ,წინსვლისა და წარმატების საწინდარია.
Wednesday, April 2, 2014
Saturday, March 29, 2014
მერვე ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგი ძალიან კარგი იყო, მრავალი პრაქტიკული და საჭირო რჩევები მივიღეთ ჩვენი ტრენერის ქალბატონი ნინოსგან, რაც აუცილებლად გამოგვადგება სასწავლო პროცესში.
ვისწავლეთ exel-ის პროგრამით მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის ოპერაცია, რაც გამომადგება ინტერაქციული გაკვეთილის მსვლელობის დროს.
შევქმენით კითხვარი, რითაც დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს აწარმოონ კვლევა.
სახალისო იყო გაჯეტების დამატების შესწავლა კონკრეტული ბლოგისათვის.
ვფიქრობ, რომ ასეთი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და რაც მთავარია, აკმაყოფილებს თანამედროვე მოსწავლის ინტერესა და მოთხოვნილებას.

Wednesday, March 26, 2014
მეშვიდე ტრენინგის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავწერეთ გაზეთის შექმნის შაბლონი, რომელიც დაეხმარება სპეციალური საჭიროების და სხადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს დავეხმარო კონკრეტული პროექტის, კერძოდ, გაზეთის შექმნაში.
გავეცანით თვითრეგულირებადი სწავლების და თვითშეფასების რუბრიკებს.
ვისწავლეთ, ვიდეოს გამოქვეყნება ბლოგზე.
გავეცანით თვითრეგულირებადი სწავლების და თვითშეფასების რუბრიკებს.
ვისწავლეთ, ვიდეოს გამოქვეყნება ბლოგზე.
Saturday, March 22, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
ამ დღეს მოგვეცა საშუალება მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი გამოგვექვეყნებინა ბლოგზე, შეგვეფასებინა და დაგვენახა კავშირები და უკუკავშირები პროექტთან მიმართებაში. ყველაზე შრომატევადი და დამაფიქრებელი იყო ჩამოგვეყალიბებია კონკრეტული გაზეთის შეფასების რუბრიკა, რომელიც მასწავლებლის მხრიდად დიდ დაკვირვებას მოითხოვს.
Wednesday, March 19, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გავიგეთ ინფორმაციია საავტორო უფლებების , ლინკების გამოყენების შესახებ, რომელიც ეხმარება ადამიანს, მოიძიოს საჭირო რესურსი და ინფორმაცია.
განსაკუთრებით, სასარგებლო იყო ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ჩამეყენებინა თავი მოსწავლის ამპლუაში და დამეგეგმა კონკრეტული პროექტი, რეალურად შემექმნა პროდუქტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - გაზეთი.
მოსწავლის ნიმუშზე მუშაობამ თვალნათლივ დამანახა თუ რა პრობლემასა თუ წინააღმდეგობას შესაძლოა წააწყდეს მოსწავლე კონკრეტული პროექტის შექმნის პროცესში.

Saturday, March 15, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო: გავიმეორეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები, როგორც საშინაო დავალება, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, საიდანაც შევარჩიეთ 5 სტრატეგია და ბოლოს, პირველი სტრატეგიის შესაბამისი ინსტრუმენტები. მეორე ეტაპზე, power point -ში შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.
ასეთი პროექტებით სწავლება, დარწმუნებული ვარ, გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობასა და მოტივაციას მოსწავლეებში.
ასეთი პროექტებით სწავლება, დარწმუნებული ვარ, გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობასა და მოტივაციას მოსწავლეებში.
Wednesday, March 5, 2014
მესამე დღის რეფლექსია
Saturday, March 1, 2014
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო, დავიწყეთ პროექტზე რეალური მუშაობა -შევქმენით პუბლიკაცია. გამოვკვეთე საპროექტო იდეა და დავსახე განხორციელების მიმართულებები.
Wednesday, February 26, 2014
ინტელის ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
მნიშვნელოვანი იყო პროექტით სწავლების იდეა, რომელიც ძალზე ეფექტურია სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს დასახული მიზნის თანამიმდევრულ შესრულებას და პროექტის სრულყოფილად განხორციელებას. ჩემ მიერ შექმნილი საქაღალდეში ატვირთული და შენახული შაბლონები თუ ნიმუშები გამომადგება, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს წარმატებული პროექტების შექმნაში.
Subscribe to:
Posts (Atom)